К основному контенту

Сообщения

Избранные

1+1=1 ანუ "Scary mother"

ახლა, წესით, პათოლოგიის სიტუაციურ ამოცანებს უნდა ვაკეთებდე, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ,  გავრცელებული ვირუსის გამო, ქართველმა რეჟისორებმა დროზე ადრე გამოიტანეს თავიანთი ნაშრომები მზის შუქზე, გვერდი ვერ ავუარე და ჩავუჯექი. ქართულ ფილმოგრაფიასთან, სამწუხაროდ, თქვენობით ვარ და ჩავთვალე, რომ სწორედ ის დრო იყო, როცა შენობით ფორმაზე უნდა გადავსულიყავი. გადაწყვეტილი მქონდა, რომ 5 ფილმზე ერთად დამეწერა „რეცენზია“, თუმცა  უკანასკნელმა ფილმმა გადამაფიქრებინა უკანასკნელმა ფილმმა, რომელსაც ჰქვია „საშიში დედა“. ძალიან ცოტა რამ რეჟისორის შესახებ: Google- ი მეუბნება რომ ანა ურუშაძემ მოღვაწეობა დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმით, რომელიც გადაღებულია 2012 წელს. არასაინტერესო ინფორმაციით რომ არ დაგტვირთოთ, უშუალოდ ფილმზე  დავიწყებ საუბარს. ფილმის მთავარი პერსონაჟი ვერშემდგარი მწერალი  მანანაა, რომელსაც არაფერი სჭირდება გარდა სივრცისა, რათა განუწყვეტლივ წეროს და წეროს. ამ პერსონაჟის ტკივილი მრავალგვარია, როგორიცაა მაგალითად: იმ ადამიანის გვერდით ცხოვრება, რომელსაც თურმე შენი არ...

Последние сообщения

ტარკოვსკის მისტიკური ვნებები

"ცოდვის შვილები"

ცოდვის საწყისები

spring summer fall winter... and spring ანუ განმეორების სიმძიმე