ტარკოვსკის მისტიკური ვნებები

„ეს
რა იყო? მეტეორის ჩამოვარდნა? თუ სტუმრობა
კოსმიური უფსკრულის მაცხოვრებლებისა? ასეა თუ ისე ჩვენს პატარა სამყაროში შეიქმნა სასწაული-ზ
ო ნ ა.“-ამ სიტყვებით იწყება ფილმი და ეს სწორედ
ის ზონაა, სადაც ხდება მოქმედება სამივე ნაწილით:
პროლოგი, საკვანძო ნაწილი და ეპილოგი. ზონაში
საკუთარი სურვილების ასასრულებლად მიდის პროფესორ-მეცნიერი და მწერალი, რომელსაც შთაგონების
წყარო გამოელია. მათ გზამკვლევად კი მიჰყვება სტალკერი. (სტალკერი- ადამიანი, რომელიც ყველაფრით რისკავს, მიდის ზონაში, რათა იპოვოს თავისუფლება.)
ზონა- რა თქმა უნდა აკრძალული სივრცეა, სადაც არავინ შედის, ყველამ იცის რომ იქ საშინელებები
ხდება, მაგრამ ზუსტად არავინ იცის რა, ამ ყველაფერმა კი შეიძლება გაგვახსენოს „გოდოლის“
(ფრანკ კაფკა) გმირი კლამი, რომელსაც ყველა
განსხვავებულად აღწერს, თუმცა არავის უნახავს.
ალბათ ჩვენც გვექმნება ცუდი შთაბეჭდილება
ზონაზე, თითქოს ჩერნობილის მსგავსად საზარელი და საშიშია, ასევე მისტიკურიც. თავიდან
შეიძლება ფილმი შავ-თეთრი მოგეჩვენოს, რამდენიმე წუთში ჩნდება მწვანე ბუნება, რომელიც
უფრო ლამაზია, ვიდრე ის გარემო სადაც ისინი
თავს დაცულად გრძნობენ. ამ მომენტიდან ჩნდება ფილმში ნათელი ფერები. ზონაში შესულებს სტალკერი წესებს უხსნის და ხშირად
აფრთხილებს ორი „წესის შესახებ“ 1. დიდხანს არ გაჩერდნენ ერთ ადგილას, 2. უკან არ დაბრუნდნენ, რადგან არავინ ბრუნდება უკან
იგივე გზით. როგორც ზევით ვთქვი, სტალკერი
თავისუფლების გამო მიდის ზონაში, ეს კარგად ჩანს ფილმში, ზონაში შესვლის შემდეგ, მისი
პერსონაჟი უფრო აქტიური ხდება. რა თქმა უნდა ორივე გმირს აინტერესებს რა არის რეალურად ზონა და პასუხს
სტალკერისგან ელოდებიან, ის კი მას შემდეგნაირად აღწერს: „ ზონა ძალიან რთული სისტემაა.
მახეებია და ყველა მომაკვდინებელი. არ ვიცი აქ ადამიანის არყოფნისას რა ხდება, მაგრამ
როგორც კი ადამიანი გამოჩნდება ყველაფერი მოქმედებას იწყებს, ძველი მახეები იკარგება
და ახალი ჩნდება, უსაფრთხო ადგილები გაუვალი ხდება, გზა ზოგჯერ ძალიან მარტივია, ზოგჯერ
საშინლად იხლართება, ეს ზონაა. შეიძლება მოგეჩვენოს რომ ჭირვეულია, მაგრამ ყოველთვის ისეთია, როგორსაც ჩვენ
ვქმნით ჩვენივე მდგომარეობით.“ ამ აღწერიდან შეგვიძლია ზონა წარმოვიდგინოთ ისეთ მასად, რომელიც მარტივად იცვლის ფორმას ადამიანის
სურვილის შესაბამისად. შესაბამისად ზონა ყოველი ადამიანისთვის ინდივიდუალურია.
ზონა არის დანახული
სამი განსხვავებული ადამიანის მიერ, პროფესორი
რომელიც მას მეცნიერულად უყურებს და მას უფრო კონკრეტული და ზუსტი პასუხები სჭირდება.
მწერალი, რომელიც ხელოვნების ჭრილში ხედავს მას
და სტალკერი შეიძლება დავაკავშიროთ რელიგიასთან, უფრო კონკრეტულად კი თუნდაც
ღმერთთან, მას ხომ არავინ უსმენდა და არავინ იზიარებდა, ბოლოს იგი ცოლთან საუბრისას
ამბობს, რომ მას იქ მისი მსგავსი ადამიანები მიჰყავდა. (ადამიანი ხომ ღვთის ხატად არის
შექმნილი)
ფილმში ასევე
მნიშვნელოვანია ოთახი, რომელსაც შეიძლება სურვილების შემსრულებელი მანქანა ვუწოდოთ.
რეალურად ესაა მიზეზი რის გამოც ადამიანები იქ მიდიან. ოთახის კართან მისულები გაიგონებენ
ტელეფონის ხმას, რომელიც ერთგვარი მაღვიძარაა და თითოეულ მათგანს აბრუნებს რეალობაში,
ხვდებიან რომ რეალურად არავითარი სურვილი არ გააჩნიათ, მწერალი იმაშიც კი არაა დარწმუნებული
რომ ნამდვილად არ სურს ის რაც არ სურს. პროფესორი ხვდება რომ მისი ცხოვრების ლაიტმოტივი
20 წლის წინ მომხდარი ამბის გამო შურისძიებაა, მწერალი კი იაზრებს რომ არავინ წაიკითხავს მას 100 წლის შემდეგ, ასეთი მწერალი
კი მას მწერლად არ მიაჩნია. ამას ფილმის დასაწყისში ვხვდებით, ის საკუთარ თავზე არ
ლაპარაკობს, მაგრამ ფილმის ბოლოში მარტივი მისახვედრია, რომ ეს მისი მომავალია.
ფილმის პროტაგონისტი
მაინც სტალკერია, რომელიც ცდილობდა ადამიანებთან დაახლოებას, მაგრამ უშედეგოდ, მას
ვერც საკუთარი ცოლი ვერ უგებს, ეს კარგად ჩანს ფილმის დასასრულს, სასოწარკვეთილი სტალკერი
კი გადაწყვეტს, რომ აღარ წავიდეს ზონაში, მაგრამ, ისევ მაგრამ ბოლოს გვესმის კვლავ
მატარებლის ხმა.
Комментарии
Отправить комментарий