ცოდვის საწყისები

ჯიმ ჯარმუშმა მოღვაწეობა დაიწყო ფილმით “Stranger Than Paradise”( “სამოთხეზე უცნაური” ), მაგრამ მე ვისაუბრებ მის  2013 წლის ნამუშევარზე. Only Lovers Left Alive (მხოლოდ საყვარლები გადარჩებიან)-ჯარმუშის რიგით მე-12 ფილმია, რომელშიც მთავარ როლს ასრულებენ ტომ ჰიდლსტონი და ტილდა სვინტონი. ფილმში აღწერილია შეყვარებული ვამპირების ისტორია. ადამი, რომელიც დეტროიტის მიტოვებულ მხარეში ცხოვრობს, მუსიკით ცდილობს გაუმკლავდეს მარადისობას. ლიტერატურის მოყვარული ევა კი ცდილობს, დატკბეს მარადიულობით და მაქსიმალური სარგებელი მიიღოს მისგან. ორივე გმირი  დაწყევლილი ბუნებით ცხოვრობს და სხვადასხვა ადგილას ცხოვრების მიუხედავად,  ვერ გაურბიან ერთმანეთს. ორივე ისეთი ნაწილაკია, რომელთა დაშორების შემდეგ, ერთის დამახინჯებისას მეორეც იდენტურად მახინჯდება. ფილმი სიმბოლიზმითაა გაჯერებული. აღსანიშნავია გმირების ჩაცმულობა, ისინი გვევლინებიან სიკეთისა და ბოროტების საწყისებად, რომელთა არსებობა ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია.  ფილმის დასასრულს კარგად ჩანს ადამიანის უცვლელი და სასტიკი ბუნება, რომელსაც წინააღმდეგობის მიუხედავად ვერ ასცდები.



ფილმში ასევე არის არაერთი ლამაზი კადრი.






მოკლედ, თუ არ იცნობთ ჯარმუშის შემოქმედებას ეს ფილმი მშვენიერი დასაწყისია, ძლიერი სცენარით, ლამაზი კადრებითა და ხარისხიანი მუსიკით.












Комментарии

Популярные сообщения