spring summer fall winter... and spring ანუ განმეორების სიმძიმე

რამდენიმე საინტერესო ფაქტი კიმის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, მოღვაწეობა საკმაოდ გვიან 36 წლის ასაკში დაიწყო, სურვილი კი გაუჩინა სერ ენტონი ჰოპკინსის შესრულებამ "კრავთა დუმილში". ბავშვობაში ცუდი ურთერთობა ჰქონდა მამასთან, რომელიც ძალადობდა მასზე. დღესდღეობით კი მთაში ხის სახლში ცხოვრობს, როგორც მისი ერთ-ერთი გმირი. 
კიმ-დუკ კიმის ფილმის, "გაზაფხული ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.. გაზაფხული"-ის განხილვა შეუძლებელია რამდენიმე უძველესი რელიგიური მოძღვრების შესწავლის გარეშე, რომელთა უმეტესი ნაწილიც ინდოეთის ტერიტორიაზე არსებობდა. (არსებობს) ერთ-ერთია ყველაზე ძველი ბრაჰმანიზმი, რომელიც ბუდიზმის მოძღვრებას წინ უძღოდა. მალევე დაძლია ბუდიზმმა და იქცნენ როგორც ურთიერთსაპირისპირო მიმდინარეობად. მისი თეორიული საფუძველია "ვედები", რაც ტკივილს ნიშნავს, უფრო კონკრეტულად ტანჯვისაგან გათავისუფლებას ბრმა მორჩილებით , მსხვრპლშეწირვითა და სხვა რიტუალების მკაცრი დაცვით, როგორც იქცევა ფილმის მთავარი გმირი, ბერი, რომელიც ბუნებაში მოტივტივე კერაში მშვიდად ცხოვრობს და მასზე მიბარებული მოწაფე ასრულებს მის მითითებებს. 
მეორე უძველესი რელიგიია ბუდიზმი, რომელიც თავიდან ფილოსოფიურ მოძღვრებად ჩამოყალიბდა. ბუდიზმისთვის ტანჯვად ითვლება ადამიანის მთელი მიწიერი ცხოვრება და ამ ტანჯვისაგან დახსნის გზად – მიწიერი ცხოვრებისაგან განთავისუფლება, როგორც იქცევა ბერი, წყალში კი ვხედავთ გველს, რომელიც ცეცხლმოკიდებული ტივიდან გამოდის და ახალი "მსხვერპლის" მოსაძებნად მიდის.
ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი წარმოიშობა და შემდეგ კვდება, არაფერი რჩება მუდმივად, ბუდას სიტყვებით, რასაც აქვს საწყისი, მას ბოლოც აქვს და ასე უსასრულოდ. განვიხილოთ ეს სვლა წელიწადის დროის მიხედვით:
1. გაზაფხული- დრო, რომელიც რაღაცის კვლავ დაბადებასთან ან უბრალოდ დაბადებასთან ასოცირდება. ბავშვი იზრდება და დგამს პირველ ნაბიჯს ცოდვის სამყაროში, ბერი კი ასწავლის სხვისი ტკივილის გაზიარებას და ბუნებასთან ჰარმონიულ ცხოვრებას.
2. ზაფხული- დრო, როცა ყველაფერი თავის პიკს აღწევს. ტიბეტური ბუდიზმის ზოგიერთი მიმდევარი მიიჩნევს, რომ ჭეშმარიტმა ბუდისტმა ცოდვა ჯერ უნდა გამოსცადოს, რათა შეძლოს მისი დამარცხება. შეიცნო ცოდვა, ვნება და სრულიად ჩაფლულია ამ ყველაფერში.
3. შემოდგომა- უკვე არსებული თანდათან კვდომას იწყებს.
4. ზამთარი- გააზრება და გამოცდილეა. მთავარმა გმირმა მიაღწია ნირვანას, რომელსაც ბუდა ასე განმარტავს: ეს არის სულიერი სიწმინდე, კეთილმოსურნეობა, თავისთავის ფლობა, სიმამაცე, არუშფოთებელი გონიერება და სრული სიმშვიდე, მოპოვებული ვნებებსა და უმეცრებაზე გამარჯვებით. მძიმე ქვით ხელში, მოწაფე ადის მთის წვერზე და იმარჯვებს მიწიერზე. 
1. გაზაფხული- კვლავ თავიდან დაბადება, მოწაფე ხდება ბერი, და მასაც მიაბარებენ მოწაფეს, ეს ერთგვარი კარმაა ადამიანის მუდმივი ტანჯვა და ბედი, საზღაური სულისათვის განვილილი ცხოვრების გამო. 

Комментарии

Популярные сообщения